დაიცავით თმა დიეტის დროს


რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ქალები სილამაზის ძიებაში ძალიან ხშირად ჯანმრთელობას იზიანებენ. ერთის  სრულყოფისთვის „ვუშავებთ“ მეორეს.  ე.წ.  „იდეალური წონა“ ბევრი ქალის უმთავრესი საფიქრალია, ამ იდეალის მისაღწევად ხშირად ძალიან რადიკალურ ხერხს მიმართავენ ისინი. ჩვენ მკაცრ დიეტაზე ვსაუბრობთ.
1361787767_borba-s-sekuschimisya-koncamiდიახ, მკაცრი დიეტა გახდომის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. რა თქმა უნდა, ნებისყოფა და სასურველი მიზანი წონის „პრობლემას“ მოკლე ხანში აგვარებს, მაგრამ ამ სიჩქარეში გაღარიბებული რაციონის გამო კილოგრამებთან ერთად თმის სილამაზეც ქრება. თმა კარგავს ელვარებს, ხდება მტვრევადი, თმის ბოლოები იყოფა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ის იწყებს ცვენას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ნებაყოფლობით ვიწვევთ ორგანიზმში მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტს. თუმცა, ეს დეფიციტი შეძლება ხანგრძლივი ავადმყოფობის, გადაღლის და საერთოდ არასრულყოფილი დაუბალანსებელი კვების შედეგიც იყოს.
რატომ ზიანდება თმა დიეტის დროს?
პირველი, დიეტის დროს ორგანიზმს არ მიეწოდება ბევრი საჭირო ნივთიერება. ამ დროს ორგანიზმი განიცდის სტრესს, რაც თმისთვის პირველი საშიშროებაა. სტრესის დროს თმის ცვენა მართალია დროებითი მოვლენაა (ის მთავრდება როდესაც სტრესი გადაივლის), მაგრამ თუ სტრესული სიტუაცია გახანგრძლივდა, თმა საგრძნობლად შეიძლება გათხელდეს.
მეორე, დიეტის დროს ჩვენი ორგანიზმი ცდილობს „საშენი მასალებით“ ჯერ სასიცოცხლო ორგანოები მოამარაგოს და მხოლოდ ბოლოს მიაწოდოს საჭირო ნივთიერებები თმას, ფრჩხილებს და კანს.

როგორ მოვუაროთ თმას დიეტის დროს?

თმა ხშირი და მბზინავი რომ იყოს საკვები მდიდარი უნდა იყოს ცილებით, მინერალებით და ვიტამინებით. მაგრამ დიეტების დროს, განსაკუთრებით ე.წ. სწრაფი სტრესული დიეტებისას, თმა აღარ მარაგდება საჭირო ნივთიერებებით და გარკვეული დროის შემდეგ იწყება ცვენა.
ამ დროს აუცილებელია თმას გარედან შევეშველოთ.
რატომ?

  • დიეტის დროს თმის ზრდისთვის აუცილებელია თმის ფოლიკულის სრულყოფილი კვება დარღვეულია
  • თმის სტრუქტურა ირღვევა და მას აღდგენა სჭირდება
  • გარემო ფაქტორების მიმართ  თმის გამძლეობა შემცირებულია.

საუკეთესო საშუალება დავეხმაროთ ჩვენ თმას არის ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული ბუნებრივი მთლიანად შამპუნი „ბიოქსინი“.
თმის მოვლის საშუალება BIOXSINE (ბიოქსინი) — ეს არის მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინების და მინერალების უნიკალური ერთობლიობა BIOCOMPLEX B11, რომელიც:

  • ეფექტურად ებრძვის თმის ნაადრევ ცვენას;
  • თმის ზრდის პირობების შექმნით, ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.

ბიოკომპლექსი B11 (BIOCOMPLEX B11) შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ფლავონიდები (მირიცეტინი, კემფეროლი, აპიგენინი)
  • უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა-6 ლინოლეინის და ომეგა-9 ოლეინის მჟავა)
  • ბეტა-სისტეროლი (ბუნებრივი ნაერთი, ფიტოესტროგენი რომელიც მცენარეული ექსტრაქტიდან გამოიყოფა)
  • თუთია
  • ვიტამინები (А, В1, В2, В5 და В9)
  • სხვა მინერალები (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და რკინა)

ბიოკომპლექსი B11 (Biocomplex B11)

1. ხელს უშლის თმის მემკვიდრულ ცვენას (ანდროგენული ალოპეციისას), ვინაიდან ხდება 5 ალფა რედუქტაზას ბლოკირებას მასში შემავალი კომპონენტების მეშვეობით. ეს კომპონენტებია:

  • ფლავონიდები (კემფეროლი და მირეციტინი)
  • უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ლინოლეინის და ოლეინის მჟავა)
  • ბეტა-სისტეროლი
  • თუთია

2. აპიგენინის მეშვეობით არეგულირებს თავის კანის კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს თმის კვებას, ზრდის სისხლძარღვების ელასტიურობას.
3. ხელს უშლი დროებით თმის ცვენას მასში შემავალი კომპონენტების მეშვეობით:

  • ვიტამინები (A, B1, B2, B5 და B9)
  • მინერალები (რკინა, კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი)

4. ბეტა-სისტეროლის, უჯერი ცხიმოვანი მჟავების და თუთიის მეშვეობით ხელს უშლის ქერტლის წარმოშობას და არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების სეკრეციას
5. ქმნის ჯანსაღ გარემოს, რომელიც აუცილებელია ახალი თმის ფორმირებისთვის და ზრდის თმის სიხშირესა და სიმკვრივეს.
ყველა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი კვებავს თმას და თავის კანს, უზრუნველყოფს მათ სიჯანსაღეს, მბზინვარებას და ანიჭებს სასიცოცხლო ძალას.
როგორც ხედავთ, თმის მოვლის საშუალება BIOXSINE (ბიოქსინი) შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც აუცილებელია თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად და მაშინ, როდესაც საკუთარი სხეულის ფორმის სრულყოფისთვის დიეტას მივმართავთ.

დატოვე კომენტარი