თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ


femina-POST-PREGNANCY-CARE-თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ შეიძლება ითქვას ბუნებრივი პროცესია. არ აქვს მნიშვნელობა დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს თუ არა. ამიტომ აზრი იმის შესახებ, რომ თმის ცვენა მეძუძურ ქალებში იმიტომ ხდება, რომ ბავშვი დედას საჭირო საკვებს აცლის, ბოლომდე მართებული არ არის, მაგრამ მეძუძურ დედას აუცილებლად სჭირდება დაბალანსებული კვება არა მარტო იმიტომ რომ ბავშვს ესაჭიროება ის, არამედ თავად დედის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, თმის ცვენაც ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება მეტი ცვიოდეს და ზოგს ნაკლებად. Continue reading

თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთით და კვერცხის გულით


use flax oil(1)აბუსალათინის ზეთი უკვე დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის დადებითად მოქმედებს დაზიანებული თმის სტრუქტურაზე. ნიღაბი, რომელიც შეიცავს აბუსალათინის ზეთს, კვერცხის გულს და ჩვენ ბიოქსინის შრატს, ნამდვილად გაგიჯანსაღებთ დასუსტებულ, გათხელებულ და გაუფერულებულ თმას. ის თქვენს თმას მიანიჭებს ელასტიურობას და მოცულობას, შეამცირებს თმის ცვენის პრობლემას და რამდენიმე გამოყენების შემდეგ დაგავიწყდებათ რა არის თმის ბოლოების დაყოფა (ე.წ. ბოლოჭამიები).

როგორ მოვამზადოთ თმის ნიღაბი:
1 ს.კ. აბუსალათინის ზეთს (ოდნავ შემთბარს) დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ ბიოქსინის შრატის z10566787Q,Linia-przeciwko-wypadaniu-wlosow--Bioxsine-serumამპულას. შეიზელთ თმის ძირებზე და გაანაწილებთ თმის მთელ სიგრძეზე. შეიკარით თმა ჯერ ცელოფანით და შემდეგ თბილად. სასურველია ნიღაბი გაიჩეროთ მთელი ღამე, დილით კი ჩამოიბანოთ ბიოქსინის შამპუნით, რომელიც თქვენ თმას შეესაბამება.
თუ თმა გრძელია და 1 ს.კ. არ გეყოთ, შეგიძლიათ რაოდენობა გააორმაგოთ.

ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ


maska 2 ს.კ.(სუფრის კოვზი) თალგამის ზეთი გავათბოთ, დავუმატოთ 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. თაფლი და1 ჩ.კ. (ჩაის კოვზი) ლიმონის წვენი, 1 კბილი დანაყილი ნიორი. ამ მასას დავუმატოთ ბიოქსინისშრატის 1 ამპულა.

ყველაფერი კარგად ავურიოთ და შევიზილოთ თავის კანზე. გავიჩეროთ ნიღაბი 30 წუთით და ჩამოვიბანოთ “ბიოქსინ ფემინას” შამპუნით.