ბიოქსინის შრატი (Bioxsine Serum)


st1704_Krasota-05-bბიოქსინის შრატი (Bioxsine Serum) მცენარეული ფორმულის თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია სწორედ მათთვის ვისაც სურს ქონდეს ჯანსაღი და ძლიერი თმა.

  • თვისებები: ეფექტურია თმის ცვენის სამკურნალოდ
  • ეხმარება ახალი თმის ამოსვლას
  • აძლიერებს ცოცხალ თმის ფოლიკულებს
  • ანიჭებს თმას მოცულობას და ძალას
  • მცენარეულია და არ აქვს არანაირი გვერდითი მოვლენები
  • pH ბალანსი თავის კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესაბამისია და არ იწვევს რაიმე ალერგიულ რეაქციას და გაღიზიანებას
  • არ შეიცავს საღებავებს და პარფიუმერულ დანამატებს
  • კონსისტენცია არ არის წებოვანი და წასმის დროს არ იწვევს დისკომფორტს
  • აქვს სასიამოვნო სუნი და ადვილია მოსახმარებლად
    გამოყენების წესი: დაიბანეთ თავი ბიოქსინის შამპუნით და პირსახოცით გაიმშრალეთ. წაისვიტ შრატი სველ თმაზე დასაწყისში იქ, სადაც ყველაზე მეტად გცვივათ თმა, ხოლო შემდეგ გადაანაწილეთ მთელ თავზე. z10566787Q,Linia-przeciwko-wypadaniu-wlosow--Bioxsine-serum
    ნაზად შეიზილეთ შრატი თითების წვერების წრიული მოძრაობით 1 წუთის განმავლობაში, სანამ ის ბოლომდე არ შეიწოვება. არ ჩამოიბანოთ.
    ბიოქსინის შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დღისით ისე ღამით, მაგრამ აუცილებელია ის თავის კანზე დარჩეს მინიმუმ 8 საათი. თქვენ შეგიძლიათ დაიბანოთ ჩვეულებრივი შამპუნი, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად უმჯობესია BIOXSINE-ის შამპუნის გამოყენება.

როგორ დავიცვათ თმა მცხუნვარე მზისგან ქალაქში თუ ზღვაზე


How-to-protect-your-hair-from-the-sunბევრ ქალს ჰგონია, რომ თმა მზის ულტრაიისფერი-A და ულტრაიისფერი – B გამოსხივებისგან მხოლოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ. სინამდვილეში თქვენი თმა და კანი დაცულია მხოლოდ მაშინ, თუ მათ მზე დილის 9 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ ხვდება. დღის სხვა მონაკვეთში თმა ისევე ზიანდება მეგაპოლისში (ხანდახან უფრო მეტადაც), როგორც ზღვაზე თუ მთაში მცხუნვარე მზეზე.

რატომ უნდა დავიცვათ თმა მზისგან? რა ზიანი მოაქვს აქტიურ მზის სხივებს თმისთვის?

  1. თმის ერთადერთი ცოცხალი ნაწილი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, კვებას და მკურნალობას, თავის კანის ქვეშაა (თმის ძირი). მთელ სიგრძეზე მზისგან დაზიანებული თმა პრაქტიკულად დამოუკიდებლად არ ექვემდებარება აღდგენას. სწორედ ამიტომ თმის თითოეული სანტიმეტრი უნდა დავიცვათ და მოვუაროთ.
  2. ულტრაიისფერი გამოსხივება ულამაზოს ხდის თმას სწორედ იმიტომ, რომ თმა შრება, ხდება მტვრევადი, სუსტი და უსიცოცხლო.
  3. თავსაბურველის გარეშე მცხუნვარე მზეში თავისუფლად შეიძლება კანის დამწვრობა მივიღოთ არამხოლოდ სხეულზე, არამედ თავის კანზეც. ამის შემდეგ თმა აქტიურად იწყებს ცვენას სწორედ თმის ფოლიკულების კვდომის გამო.
  4. ძალიან საშიშია მცხუნვარე მზე შეღებილი თმისთვის. ერთი – ახუნებს ხელოვნურ პიგმენტაციას და ანეიტრალებს საღებავს, რაც თმას ფერს უცვლის, და მეორე – შეიძლება გაჩნდეს გამელოტების არეები.

Continue reading