Bioxsine Femina


თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ


femina-POST-PREGNANCY-CARE-თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ შეიძლება ითქვას ბუნებრივი პროცესია. არ აქვს მნიშვნელობა დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს თუ არა. ამიტომ აზრი იმის შესახებ, რომ თმის ცვენა მეძუძურ ქალებში იმიტომ ხდება, რომ ბავშვი დედას საჭირო საკვებს აცლის, ბოლომდე მართებული არ არის, მაგრამ მეძუძურ დედას აუცილებლად სჭირდება დაბალანსებული კვება არა მარტო იმიტომ რომ ბავშვს ესაჭიროება ის, არამედ თავად დედის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, თმის ცვენაც ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება მეტი ცვიოდეს და ზოგს ნაკლებად. Continue reading

როგორ დავიცვათ თმა მცხუნვარე მზისგან ქალაქში თუ ზღვაზე


How-to-protect-your-hair-from-the-sunბევრ ქალს ჰგონია, რომ თმა მზის ულტრაიისფერი-A და ულტრაიისფერი – B გამოსხივებისგან მხოლოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ. სინამდვილეში თქვენი თმა და კანი დაცულია მხოლოდ მაშინ, თუ მათ მზე დილის 9 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ ხვდება. დღის სხვა მონაკვეთში თმა ისევე ზიანდება მეგაპოლისში (ხანდახან უფრო მეტადაც), როგორც ზღვაზე თუ მთაში მცხუნვარე მზეზე.

რატომ უნდა დავიცვათ თმა მზისგან? რა ზიანი მოაქვს აქტიურ მზის სხივებს თმისთვის?

  1. თმის ერთადერთი ცოცხალი ნაწილი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, კვებას და მკურნალობას, თავის კანის ქვეშაა (თმის ძირი). მთელ სიგრძეზე მზისგან დაზიანებული თმა პრაქტიკულად დამოუკიდებლად არ ექვემდებარება აღდგენას. სწორედ ამიტომ თმის თითოეული სანტიმეტრი უნდა დავიცვათ და მოვუაროთ.
  2. ულტრაიისფერი გამოსხივება ულამაზოს ხდის თმას სწორედ იმიტომ, რომ თმა შრება, ხდება მტვრევადი, სუსტი და უსიცოცხლო.
  3. თავსაბურველის გარეშე მცხუნვარე მზეში თავისუფლად შეიძლება კანის დამწვრობა მივიღოთ არამხოლოდ სხეულზე, არამედ თავის კანზეც. ამის შემდეგ თმა აქტიურად იწყებს ცვენას სწორედ თმის ფოლიკულების კვდომის გამო.
  4. ძალიან საშიშია მცხუნვარე მზე შეღებილი თმისთვის. ერთი – ახუნებს ხელოვნურ პიგმენტაციას და ანეიტრალებს საღებავს, რაც თმას ფერს უცვლის, და მეორე – შეიძლება გაჩნდეს გამელოტების არეები.

Continue reading

ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ


maska 2 ს.კ.(სუფრის კოვზი) თალგამის ზეთი გავათბოთ, დავუმატოთ 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. თაფლი და1 ჩ.კ. (ჩაის კოვზი) ლიმონის წვენი, 1 კბილი დანაყილი ნიორი. ამ მასას დავუმატოთ ბიოქსინისშრატის 1 ამპულა.

ყველაფერი კარგად ავურიოთ და შევიზილოთ თავის კანზე. გავიჩეროთ ნიღაბი 30 წუთით და ჩამოვიბანოთ “ბიოქსინ ფემინას” შამპუნით.