Bioxsine Femina


თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ


femina-POST-PREGNANCY-CARE-თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ შეიძლება ითქვას ბუნებრივი პროცესია. არ აქვს მნიშვნელობა დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს თუ არა. ამიტომ აზრი იმის შესახებ, რომ თმის ცვენა მეძუძურ ქალებში იმიტომ ხდება, რომ ბავშვი დედას საჭირო საკვებს აცლის, ბოლომდე მართებული არ არის, მაგრამ მეძუძურ დედას აუცილებლად სჭირდება დაბალანსებული კვება არა მარტო იმიტომ რომ ბავშვს ესაჭიროება ის, არამედ თავად დედის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, თმის ცვენაც ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება მეტი ცვიოდეს და ზოგს ნაკლებად. Continue reading

თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთით და კვერცხის გულით


use flax oil(1)აბუსალათინის ზეთი უკვე დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის დადებითად მოქმედებს დაზიანებული თმის სტრუქტურაზე. ნიღაბი, რომელიც შეიცავს აბუსალათინის ზეთს, კვერცხის გულს და ჩვენ ბიოქსინის შრატს, ნამდვილად გაგიჯანსაღებთ დასუსტებულ, გათხელებულ და გაუფერულებულ თმას. ის თქვენს თმას მიანიჭებს ელასტიურობას და მოცულობას, შეამცირებს თმის ცვენის პრობლემას და რამდენიმე გამოყენების შემდეგ დაგავიწყდებათ რა არის თმის ბოლოების დაყოფა (ე.წ. ბოლოჭამიები).

როგორ მოვამზადოთ თმის ნიღაბი:
1 ს.კ. აბუსალათინის ზეთს (ოდნავ შემთბარს) დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ ბიოქსინის შრატის z10566787Q,Linia-przeciwko-wypadaniu-wlosow--Bioxsine-serumამპულას. შეიზელთ თმის ძირებზე და გაანაწილებთ თმის მთელ სიგრძეზე. შეიკარით თმა ჯერ ცელოფანით და შემდეგ თბილად. სასურველია ნიღაბი გაიჩეროთ მთელი ღამე, დილით კი ჩამოიბანოთ ბიოქსინის შამპუნით, რომელიც თქვენ თმას შეესაბამება.
თუ თმა გრძელია და 1 ს.კ. არ გეყოთ, შეგიძლიათ რაოდენობა გააორმაგოთ.

როგორ დავიცვათ თმა მცხუნვარე მზისგან ქალაქში თუ ზღვაზე


How-to-protect-your-hair-from-the-sunბევრ ქალს ჰგონია, რომ თმა მზის ულტრაიისფერი-A და ულტრაიისფერი – B გამოსხივებისგან მხოლოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ. სინამდვილეში თქვენი თმა და კანი დაცულია მხოლოდ მაშინ, თუ მათ მზე დილის 9 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ ხვდება. დღის სხვა მონაკვეთში თმა ისევე ზიანდება მეგაპოლისში (ხანდახან უფრო მეტადაც), როგორც ზღვაზე თუ მთაში მცხუნვარე მზეზე.

რატომ უნდა დავიცვათ თმა მზისგან? რა ზიანი მოაქვს აქტიურ მზის სხივებს თმისთვის?

  1. თმის ერთადერთი ცოცხალი ნაწილი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, კვებას და მკურნალობას, თავის კანის ქვეშაა (თმის ძირი). მთელ სიგრძეზე მზისგან დაზიანებული თმა პრაქტიკულად დამოუკიდებლად არ ექვემდებარება აღდგენას. სწორედ ამიტომ თმის თითოეული სანტიმეტრი უნდა დავიცვათ და მოვუაროთ.
  2. ულტრაიისფერი გამოსხივება ულამაზოს ხდის თმას სწორედ იმიტომ, რომ თმა შრება, ხდება მტვრევადი, სუსტი და უსიცოცხლო.
  3. თავსაბურველის გარეშე მცხუნვარე მზეში თავისუფლად შეიძლება კანის დამწვრობა მივიღოთ არამხოლოდ სხეულზე, არამედ თავის კანზეც. ამის შემდეგ თმა აქტიურად იწყებს ცვენას სწორედ თმის ფოლიკულების კვდომის გამო.
  4. ძალიან საშიშია მცხუნვარე მზე შეღებილი თმისთვის. ერთი – ახუნებს ხელოვნურ პიგმენტაციას და ანეიტრალებს საღებავს, რაც თმას ფერს უცვლის, და მეორე – შეიძლება გაჩნდეს გამელოტების არეები.

Continue reading

ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ


maska 2 ს.კ.(სუფრის კოვზი) თალგამის ზეთი გავათბოთ, დავუმატოთ 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. თაფლი და1 ჩ.კ. (ჩაის კოვზი) ლიმონის წვენი, 1 კბილი დანაყილი ნიორი. ამ მასას დავუმატოთ ბიოქსინისშრატის 1 ამპულა.

ყველაფერი კარგად ავურიოთ და შევიზილოთ თავის კანზე. გავიჩეროთ ნიღაბი 30 წუთით და ჩამოვიბანოთ “ბიოქსინ ფემინას” შამპუნით.

დაიცავით თმა დიეტის დროს


რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ქალები სილამაზის ძიებაში ძალიან ხშირად ჯანმრთელობას იზიანებენ. ერთის  სრულყოფისთვის „ვუშავებთ“ მეორეს.  ე.წ.  „იდეალური წონა“ ბევრი ქალის უმთავრესი საფიქრალია, ამ იდეალის მისაღწევად ხშირად ძალიან რადიკალურ ხერხს მიმართავენ ისინი. ჩვენ მკაცრ დიეტაზე ვსაუბრობთ. Continue reading

BIOXSINE Femina (ბიოქსინის სერია ქალებისთვის)


BIOXSINE Femina (ბიოქსინის სერია ქალებისთვის).

ბიოკომპლექს B11-ის (BIOCOMPLEX B11) შემადგენლობა და მოქმედება


თმის მოვლის საშუალება BIOXSINE (ბიოქსინი) – ეს არის მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინების და მინერალების უნიკალური ერთობლიობა BIOCOMPLEX B11, რომელიც:

  • ეფექტურად ებრძვის თმის ნაადრევ ცვენას;
  • თმის ზრდის პირობების შექმნით, ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.

ბიოკომპლექსი B11 (BIOCOMPLEX B11) შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: Continue reading