თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ


femina-POST-PREGNANCY-CARE-თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ შეიძლება ითქვას ბუნებრივი პროცესია. არ აქვს მნიშვნელობა დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს თუ არა. ამიტომ აზრი იმის შესახებ, რომ თმის ცვენა მეძუძურ ქალებში იმიტომ ხდება, რომ ბავშვი დედას საჭირო საკვებს აცლის, ბოლომდე მართებული არ არის, მაგრამ მეძუძურ დედას აუცილებლად სჭირდება დაბალანსებული კვება არა მარტო იმიტომ რომ ბავშვს ესაჭიროება ის, არამედ თავად დედის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, თმის ცვენაც ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება მეტი ცვიოდეს და ზოგს ნაკლებად.
ნორმალურად შეიძება ჩავთვალოთ საკმაოდ ძლიერი ცვენა ამ დროს, ვინაიდან მაშინვე იწყება ახლის ზრდაც. თუმც, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ – ორსულობისას ქალს გაცილებით ნაკლებ სცვივა თმა და ეს ამ პერიოდში ორგანიზმში ესტროგენის მომატებით არის გამოწვეული.
მშობიარობის შემდგომ თვის ცვენაში მხოლოდ ესტროგენის ნაკლებობა არ არის მნიშვნელოვანი. ამ პერიოდში ხდება ჰორმონალური ფონის რყევა და განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების. თმის ცვენა დამახასიათებელია თიროქსინის ნაკლებობისას. ამიტომ იმ ქალებს, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობა, აუცილებლად ესაჭიროებათ ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა. თმის ცვენა აგრეთვე შესაძლებელია ორგანიზმში სხვა დარღვევების მაუწყებელი იყოს. არ შეიძლება გამოირიცხოს სტრესის და ნერვიულობის ფაქტორიც.
ნებისმიერ შემთხვევაში, თმის ცვენის გამომწვევი მიზეზისგან დამოუკიდებლად, აუცილებელია მშობიარობის შემდეგ თმის განსაკუთრებული და სწორი მოვლა.
ქართულ ბაზარზე პირველად შემოვიდა შამპუნი, რომელიც სწორედ მშობიარობის შემდგომი თმის ცვენისთვის არის განკუთვნილი. ეს არის: BIOXSINE Femina (Post-Pregnancy Care)  ორსულობის შემდგომი თმის მოვლის შამპუნი ბეტა-სისტეროლისა და ხურმის ექსტრაქტის შემცველობით.
ჩვენი შამპუნი მთლიანად ბუნებრივი კომპონენტებისგან შესდგება სრულიად უვნებელია მეძუძური დედებისთვისაც.
მშობიარობის შემდგომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიოქსინის შრატიც თმის ნიღაბთან ერთად, რომელიც ჩვენს ბლოგზეა მოცემული.

დატოვე კომენტარი