გია გვარამიას კლინიკის წამყვანი დერმატოლოგი თამარ ბასილაძე გირჩევთ


სტატისტიკის მიხედვით, კავკასიელი მამაკაცების დაახლოებით 80%-ს თმის ცვენა აწუხებს. ქალბატონებთან ეს დაავადება შედარებით გვიან იჩენს თავს – 30 წლამდე დაახ10695344_750334878366916_1164966711_nლოებით 3-6%-ში. ასაკის მატებასთან ერთად, კერძოდ 60-დან 70-მდე წლამდე ქალბატონებში, ეს მაჩვენებელი 50%-მდე იზრდება. საუბარია ძირითადად ანდროგენეტიკურ თმის ცვენაზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა.
მამაკაცებში ანდროგენეტიკური ტიპის თმის ცვენა თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და არის საკმაოდ შესამჩნევი, ხოლო ქალებში ნაკლებად შესამჩნევი.
მამაკაცებში ვითარდება ე.წ ინგლისური M ფორმის კერა და მოგვიანებით თმა რჩება მხოლოდ კეფასა და საფეთქლებზე. რატომ ხდება ასე, რა არის პროცესის გამშვები მექანიზმი? ანდროგენები, უფრო ზუსტად კი დიჰიდროტესტოსტერონი, მოქმედებს რა თმის ფოლიკულზე იწვევს თმის მინიატურიზაციას, შესაბამისად, თმა ძალიან თხელდება და ცვივა. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, თუ რატომ რჩება თმა საფეთქლებზე და კეფაზე. თავის ამ მიდამოში თმის ფოლიკულებს არ გააჩნიათ რეცეპტორები დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ და შესაბამისად ისინი ინტაქტურები რჩებიან.
ანდროგენეტიკური თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს, მამაკაცებში გენეტიკური წინასწარგანწყობა, სტრესი, დაღლილობა, მძიმე ინფექციური დაავადებები, დიეტა, ანუ მოკლე დროში დიდი წონის დაკარგვა. ასევე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და ანემია.
არსებობს ალოპეციის სხვა ფორმებიც, მაგალითად ტრაქციული ალოპეცია, რომელიც გამოწვეულია მუდმივად ერთი და იმაზე ვარცხნილობის ტარებით. უნივერსალური ანუ ტოტალური ალოპეცია, რომლის დროსაც ადამიანს თმა სცვივა არამხოლოდ თავის არეზე, არამედ წამწამების და წარბების მიდამოშიც. არსებობს ასევე ტრიხოტილომანია, ანუ თმის გლეჯვის დაუოკებელი სურვილი, რაც უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა. ამ დროს პაციენტს არა მხოლოდ დერმატოლოგის, არამედ ფსიქოლოგის ჩარევაც ესაჭიროება.

რით შეიძლება საწყის ეტაპზე ვუშველოთ თმის ცვენას?

რა თქმა უნდა უკეთესია, პრობლემა დროულად გამოვლინდეს, შესაბამისად მკურნალობა იქნება უფრო ეფექტური. ზოგადი მონაცემებით, დღეში 50-დან 100 ღერი თმის დაკარგვა ნორმად ითვლება. თუ ადამიანს უფრო მეტ თმას კარგავს, ე.ი. პრობლემასთან, ანუ თმის პათოლოგიურ ცვენასთან, ალოპეციასთან გვაქვს საქმე.

რომელ საშუალებებს გამოყოფდით სამკურნალოდ?

აღსანიშნავია, ვიტამინოთერაპია, მეზოთერაპია და ასევე ყურადღება მინდა შევაჩერო ბიოქსინზე. ეს არის მცენარეული შემადგენლობის მქონე შამპუნები, რომელიც განკუთვნილია არამარტო მათთვის ვისაც თმის ცვენა აწუხებს, არამედ ადამიანებისთვის რომლებსაც უბრალოდ სურთ ჯანსაღი თმის შენარჩუნება. ბიოქსინის გამოყენების შედეგად, ფაქტობრივად წყდება თმის ცვენა და თმის ზრდა ხდება ბევრად უფრო ინტენსიური.
ბიოქსინს აქვს რამდენიმე ხაზი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის თმის ცვენის დროს გამოიყენება. მინდა აღვნიშნო ბიოქსინ ფორტე, რომელიც განკუთვნილია ძლიერი თმის ცვენისათვის და მასში შემავალი კომპონენტები რაოდენობრივად 8-ჯერ აღემატება ბიოქსინის სხვა ხაზის შამპუნებში (მაგ. ფემინაში) შემავალ ანალოგიურ კომპონენტებს. ბიოქსინ ფორტე იწარმოება, როგორც შამპუნის, ასევე სპრეის ფორმით. ბიოქსინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია „ბიოქსინის შრატი“.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2 თვიანი სრული კურსის ჩატარების შემდეგ, ამ პროდუქტის მომხმარებლებს დაახლოებით 80%-ით შეუმცირდათ თმის ცვენა.

დატოვე კომენტარი