ბიოქსინის შრატი (Bioxsine Serum)


st1704_Krasota-05-bბიოქსინის შრატი (Bioxsine Serum) მცენარეული ფორმულის თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია სწორედ მათთვის ვისაც სურს ქონდეს ჯანსაღი და ძლიერი თმა.

  • თვისებები: ეფექტურია თმის ცვენის სამკურნალოდ
  • ეხმარება ახალი თმის ამოსვლას
  • აძლიერებს ცოცხალ თმის ფოლიკულებს
  • ანიჭებს თმას მოცულობას და ძალას
  • მცენარეულია და არ აქვს არანაირი გვერდითი მოვლენები
  • pH ბალანსი თავის კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესაბამისია და არ იწვევს რაიმე ალერგიულ რეაქციას და გაღიზიანებას
  • არ შეიცავს საღებავებს და პარფიუმერულ დანამატებს
  • კონსისტენცია არ არის წებოვანი და წასმის დროს არ იწვევს დისკომფორტს
  • აქვს სასიამოვნო სუნი და ადვილია მოსახმარებლად
    გამოყენების წესი: დაიბანეთ თავი ბიოქსინის შამპუნით და პირსახოცით გაიმშრალეთ. წაისვიტ შრატი სველ თმაზე დასაწყისში იქ, სადაც ყველაზე მეტად გცვივათ თმა, ხოლო შემდეგ გადაანაწილეთ მთელ თავზე. z10566787Q,Linia-przeciwko-wypadaniu-wlosow--Bioxsine-serum
    ნაზად შეიზილეთ შრატი თითების წვერების წრიული მოძრაობით 1 წუთის განმავლობაში, სანამ ის ბოლომდე არ შეიწოვება. არ ჩამოიბანოთ.
    ბიოქსინის შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დღისით ისე ღამით, მაგრამ აუცილებელია ის თავის კანზე დარჩეს მინიმუმ 8 საათი. თქვენ შეგიძლიათ დაიბანოთ ჩვეულებრივი შამპუნი, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად უმჯობესია BIOXSINE-ის შამპუნის გამოყენება.

თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთით და კვერცხის გულით


use flax oil(1)აბუსალათინის ზეთი უკვე დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის დადებითად მოქმედებს დაზიანებული თმის სტრუქტურაზე. ნიღაბი, რომელიც შეიცავს აბუსალათინის ზეთს, კვერცხის გულს და ჩვენ ბიოქსინის შრატს, ნამდვილად გაგიჯანსაღებთ დასუსტებულ, გათხელებულ და გაუფერულებულ თმას. ის თქვენს თმას მიანიჭებს ელასტიურობას და მოცულობას, შეამცირებს თმის ცვენის პრობლემას და რამდენიმე გამოყენების შემდეგ დაგავიწყდებათ რა არის თმის ბოლოების დაყოფა (ე.წ. ბოლოჭამიები).

როგორ მოვამზადოთ თმის ნიღაბი:
1 ს.კ. აბუსალათინის ზეთს (ოდნავ შემთბარს) დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ ბიოქსინის შრატის z10566787Q,Linia-przeciwko-wypadaniu-wlosow--Bioxsine-serumამპულას. შეიზელთ თმის ძირებზე და გაანაწილებთ თმის მთელ სიგრძეზე. შეიკარით თმა ჯერ ცელოფანით და შემდეგ თბილად. სასურველია ნიღაბი გაიჩეროთ მთელი ღამე, დილით კი ჩამოიბანოთ ბიოქსინის შამპუნით, რომელიც თქვენ თმას შეესაბამება.
თუ თმა გრძელია და 1 ს.კ. არ გეყოთ, შეგიძლიათ რაოდენობა გააორმაგოთ.

როგორ დავიცვათ თმა მცხუნვარე მზისგან ქალაქში თუ ზღვაზე


How-to-protect-your-hair-from-the-sunბევრ ქალს ჰგონია, რომ თმა მზის ულტრაიისფერი-A და ულტრაიისფერი – B გამოსხივებისგან მხოლოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ. სინამდვილეში თქვენი თმა და კანი დაცულია მხოლოდ მაშინ, თუ მათ მზე დილის 9 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ ხვდება. დღის სხვა მონაკვეთში თმა ისევე ზიანდება მეგაპოლისში (ხანდახან უფრო მეტადაც), როგორც ზღვაზე თუ მთაში მცხუნვარე მზეზე.

რატომ უნდა დავიცვათ თმა მზისგან? რა ზიანი მოაქვს აქტიურ მზის სხივებს თმისთვის?

  1. თმის ერთადერთი ცოცხალი ნაწილი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, კვებას და მკურნალობას, თავის კანის ქვეშაა (თმის ძირი). მთელ სიგრძეზე მზისგან დაზიანებული თმა პრაქტიკულად დამოუკიდებლად არ ექვემდებარება აღდგენას. სწორედ ამიტომ თმის თითოეული სანტიმეტრი უნდა დავიცვათ და მოვუაროთ.
  2. ულტრაიისფერი გამოსხივება ულამაზოს ხდის თმას სწორედ იმიტომ, რომ თმა შრება, ხდება მტვრევადი, სუსტი და უსიცოცხლო.
  3. თავსაბურველის გარეშე მცხუნვარე მზეში თავისუფლად შეიძლება კანის დამწვრობა მივიღოთ არამხოლოდ სხეულზე, არამედ თავის კანზეც. ამის შემდეგ თმა აქტიურად იწყებს ცვენას სწორედ თმის ფოლიკულების კვდომის გამო.
  4. ძალიან საშიშია მცხუნვარე მზე შეღებილი თმისთვის. ერთი – ახუნებს ხელოვნურ პიგმენტაციას და ანეიტრალებს საღებავს, რაც თმას ფერს უცვლის, და მეორე – შეიძლება გაჩნდეს გამელოტების არეები.

Continue reading

BIOXSINE Femina (ბიოქსინის სერია ქალებისთვის)


BIOXSINE Femina (ბიოქსინის სერია ქალებისთვის).

ქალის და მამაკაცის თმის ცვენის ტიპები და მათი შედარება


მამაკაცური ტიპის თმის ცვენა წარმოშობის მიზეზები:

  • ჰორმონ დეჰიდროტესტოსტერონის გავლენა
  • გენეტიკური ფაქტორები
  • სტრესი, დაღლილობა
  • სეზონური ცვლილებები
  • მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარე დაავადებები
  • წამლისმიერი თერაპია
  • დიეტები, არასწორი კვება
  • გადატანილი ოპერაციები
  • წონის სწრაფი კლება
  • ანემია და ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეული დარღვევები
ქალური ტიპის თმის ცვენა წარმოშობის მიზეზები:

  • ჰორმონ დეჰიდროტესტოსტერონის გავლენა
  • გენეტიკური ფაქტორები
  • სტრესი, დაღლილობა
  • სეზონური ცვლილებები
  • თმის შეღებვა, ქიმიური დახვევა და სხვა ქიმიური ზემოქმედება
  • მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარე დაავადებები
  • წამლისმიერი თერაპია
  • დიეტები, არასწორი კვება
  • გადატანილი ოპერაციები
  • წონის სწრაფი კლება
  • ორსულობის და მენოპაუზის დროს არსებული ჰორმონალური ცვლილებები
  • ანემია და ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეული დარღვევები